კულტურა მთავარი საზოგადოება

“საქართველოს ვარსკვლავმა” რეკლამისთვის გამომიყენა – ანასტასია პირველი პროექტის შესახებ გვიყვება

ანასტასია პირველს ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, რატომ დაატოვებინეს პროექტი – „საქართველოს ვარსკვლავი“.

როგორც მან „მეტრონომს“ განუცხადა, მას შემდეგ, რაც სცადა გაერკვია, რატომ დაატოვებინეს პროექტი, ჯერ უთხრეს, რომ მისი გაფრთხილება დაავიწყდათ, შემდეგ კი გადაცემის პროდიუსერებმა სოციალურ ქსელში დაბლოკეს.

„მე არ ვარ ეპატაჟური ადამიანი, ვუფრთხილდები ოჯახს, მეგობრებს, ვცდილობ არავის მივაყენო ზიანი და არ ვგეგმავდი კონკურსებში მონაწილეობას. მეგობარმა Facebook-ზე გამოაქვეყნა ჩემი სიმღერის 30 წამიანი ვიდეო, რის შემდეგაც, დამიკავშირდნენ სხვადასხვა გადაცემებიდან, თუმცა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს დავთანხმდი, რადგან სოლიდურ და სანდო ტელევიზიად მივიჩნევდი. თავიდან დამიკავშირდა გიორგი ხაბურზანია და მითხრა ამ კონკურსზე, არც კი ვიცოდი ვინ იყო, როცა ამიხსნა, ვუთხარი რისკების შესახებ და ვკითხე, იყვნენ თუ არა მზად ტელევიზიაში, რათა პროექტში მიეღოთ ტრანსგენდერი ქალი. შემდეგ მეორე პროდიუსერიც დამიკავშირდა და კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ არ მინდოდა ჩემი უფლებები დარღვეულიყო, მე მხოლოდ უნდა ვიმღერო და არ მოვდივარ იმ ბექგრაუნდით, რომ ტრანსგენდერი ვარ. დღეს ეს საქართველოში სამკვდრო-სასიცოცხლო ამბავია“ , – გვიყვება ანასტასია პირველი და იხსენებს, რომ პროექტში საშუალო დონის სიმღერა განზრახ შეურჩიეს და უთხრეს, რომ სურდათ, შემდეგ ტურებში უკეთესი ეფექტი მოეხდინა მის ვოკალურ მონაცემებს.
„სანამ ვიდეოები გავიდოდა ეთერში, მანამდე მე მომივიდა სქრინები, გადაცემის პროდიუსერები მაქილიკებდნენ ტრანსგენდერობის გამო და ამბობდნენ, რომ მხოლოდ რეკლამისთვის გამომიყენებდნენ. ამიტომაც, მივწერე თეკლა გოგოლაშვილს, რა ხდება, შევწვიტოთ თუ ასეა მეთქი, ვაჩვენე სქრინებიც, მაგრამ დამარწმუნა, რომა ასე არ იყო. ამის შემდეგ, დროდადრო ვუკავშირდებოდი, ვეკითხებოდი, ხომ არ მომემზადებინა სიმღერა მეორე ტურისთვის, ისიც ვუთხარი რომ ჩემი შესაძლებლობით, პედაგოგებიც ავიყვანე, თუმცა მეუბნებოდა, არაფერზე იდარდო, მეორე ტურში ხარ და დანარჩენს დროდადრო გეტყვითო. მას სურდა, დედაჩემი გადაეღო მეორე ტურისთვის, მაგრამ მეორე ტური არ არსებობს. დედა ასაიკანია, დიაბეტი აქვს და ამ მოვლენებმა მის ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდი გავლენა იქონია. ამ ფონზე, უეცრად ვნახე გადაცემის მეორე ტურის პრომო და როცა ჩემი თავი ვერ ვიპოვე, ვცადე გარკვევა მიზეზის, რატომ არ ვიყავი მეორე ტურში, როცა კასტინგზე მითხრეს – გელოდებით შემდეგ ტურშიო. დავუკავშირდი თეკლა გოგოლაშვილს, დროს მიწელავდა, მეუბნებოდა დაგიკავშირდებიო, ბოლოს კი მითხრა, დამავიწყდა შენი გაფრთხილება, რომ კონკურსში აღარ ხარო. ფაქტია, სხვა რამისთვის უნდოდათ ჩემი გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ შევუთანხმდი თავიდან მხოლოდ სიმღერისთვის მოვდივარ მეთქი, მაინც მათქმევინეს, რომ ტრანსგენდერი ვარ. არ მინდა რომ ჩემ მომავალ გეგმებს და მხარდამჭერებს ცუდად შეეხოს ეს ამბავი. რა თქმა უნდა მინდა, მინდა რომ ამ პროექტში მივიდე ბოლომდე. რატომა არ გაითვალისწინეს გულშემატკვირების მესიჯები, რატომ არ შეხედეს რეიტინგს, რომელიც გავუკეთე პირველ არხს და რატომ დაავიწყდათ გაფრთხილება? რას ნიშნაცს სიტყვა დამავიწყდა, არ ვიცი. ახლა Facebook ზე სტატუსის წერის ფუნქცია დამიბლოკეს, ამას Facebook გააკეთებდა, არც ზედმეტად მიაქტიურია და არც რაიმე მსგავსი, ფაქტია მათი ნამოქმედარია. ამ ამბების შემდეგ დადეს პროექტის წესები, სასაცილოა. ფაქტია, მუსიკალურ მხარეზე ვერაფერს მეტყვიან, რადგან მე რომ მივედი პირველ არხში, მანანა მორჩილაძემ მომისმინა, დიდ სიმღერა შევთავაზე და გამოვავლინე ჩემი ვოკალური მონაცემები, ვაპირებ ამ სიმღერის ჩაწერას მომავალში“, – განაცხადა ანასტასია პირველმა.

ესაუბრა თამთა ქარქაშაძე

“მიზეზად ვერაფერს ასახელებენ – ტრანსგენდერი ქალი „საქართველოს ვასკვლავს” გამოეთიშა 

 

იტვირთბა....