საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე Twitter-ზე ინგლისურად დაწერა, რომ უფრო მარტივი იქნებოდა უკრაინელებისთვის ეკლესიის დამოუკიდებლობის ინდივიდუალურად მილოცვა, მაგრამ როგორც პრეზიდენტს აკისრია დიდი პასუხისმგებლობა.
მისი განცხადებით თუ საქართველოს საპატრიარქო ფრთხილობს, ის ვერ გაამწვავებს სიტუაციას.
„უფრო მარტივი იქნებოდა უკრაინელებისთვის ეკლესიის დამოუკიდებლობის ინდივიდუალურად მოლოცვა, ყველაფერი გასაგებია ჩვენივე წარსულის გათვალისწინებით. მაგრამ როგორც პრეზიდენტს მე მაკისრია დიდი პასუხისმგებლობა. თუ ჩვენი საპატრიარქო ფრთხილობს მოსალოდნელი შედეგების გამო, მე ვერ გავამწვავებ სიტუაციას“, – აცხადებს ზურაბიშვილი
Individually, it would be easy to congratulate #Ukrainians over their Church's independence, all natural considering our our own past, but as President, I have a big responsibility to bear. If our Patriarchate is cautious due to some consequences, I cannot aggravate the situation
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 15, 2019