თებერვლიდან გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შესაძლოა, გაიზარდოს, თუმცა მისივე თქმით, ეს მხოლოდ თეორიული ვარაუდია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრა დავით სერგეენკომ ისაუბრა.
„ევროპაში თებერვლიდან იზრდება ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი, შესაბამისად, საქართველოში ცვლილებებს ამ პერიოდში ვვარაუდობთ, თუმცა შესაძლოა, მეორე პიკი არც იყოს, ეს მხოლოდ თეორიული ვარაუდია“ – განაცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო 3 000 ვაქცინა ორშაბათს შემოვა, განაწილების პროცესში კი, პრიორიტეტი ორსულებსა და მელოგინეებს ექნებათ.
„სამიზნე პოპულაციის აცრა წესით ოქტომბერსა და ნოემბერში ხდება, ეს მოსახლეობის 85 პროცენტია.რისკ ჯგუფს წარმოადგენენ ორსულები, მათი აცრა პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია. გრიპის საწინააღმდეგო 3 000 ვაქცინა ორშაბათს შემოვა, განაწილების პროცესში პრიორიტეტი ორსულებსა და მელოგინეებს ექნებათ. თუმცა, განისაზღვრება რეალური საჭიროება და თუ არიან ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ აცრა, აუცილებლად მიიღებენ ამ მომსახურებას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით 17 ადამიანი გარდაიცვალა