„კანონმდებლობით, ჩვენთან ცილისწამება 2004 წლიდან დასჯადი აღარ არის. ერთმანეთისგან მკვეთრად უნდა გავმიჯნოთ ცილისწამება და ე.წ. ფეიკ ნიუსები. საფრანგეთის ხელისუფლებამ 2018 წლის ნოემბერში მიიღო ე.წ. ფეიკ ნიუსებთან ბრძოლის კანონი. ეს ეხება წინასაარჩევნო პერიოდში ყალბი ინფორმაციის გავრცელებას. სხვადასხვაა ცილისწამება და დეზინფორმაცია, ე.წ. ფეიკ ნიუსები. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ ევროპული გამოცდილებით ჩვენც მივიღოთ ანალოგიურად ე.წ.ფეიკ ნიუსებთან დაკავშირებული კანონმდებლობა. მკაფიოდ და მკვეთრად გვითხრან, რისი მიღება სურთ, რომ დავიწყოთ ამაზე მსჯელობა. ჩემთვის მიუღებელია საუბარი ცილისწამების შესახებ კანონზე, მაგრამ ე.წ. ფეიკ ნიუსებზე აუცილებელიც არის, რომ კანონი მივიღოთ, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ვნახოთ, როგორია საფრანგეთის გამოცდილება, ამასთან ბრძოლის მეთოდოლოგია და შეგვიძლია, ჩვენი ქვეყნის მაგალითზეც გამოვიყენოთ. ე.წ. ფეიკ ნიუსების მიმართ უფრო აქტიური ქმედითი ნაბიჯებით უნდა განვახორციელოთ“.
გია აბაშიძე, ანალიტიკოსი