ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის წინ ორი ავტომანქანა დაიწვა

გამთენიისას, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის წინ, ბაგრატიონის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი მუშაობდა, თუმცა ცეცხლის ლიკვიდაცია ვერ მოხერხდა და ავტომანქანები დაიწვა.

როგორ გაუჩნდა ცეცხლი სატრანსპორტო საშუალებებს უცნობია, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა ავტომანქანებთან უცნობი პირი დააფიქსირეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს. იგივე ქმედება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე

იტვირთბა....