ძველით ახალ წელს, თბილისის მერმა კახა კალაძე, სამტრედიაში მცხოვრებ კოხრეიძეების მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი აჩუქა.
სოციალურად დაუცველ ოჯახს, სადაც ოთხი ბავშვი იზრდება, საკუთარი საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა. კოხრეიძეების ოჯახი უახლოეს მომავალში მეხუთე შვილს ელოდება.
“ჩვენთვის ძალიან სასიხარულო დღეა, რადგან მრავალი წელი უსახლკაროდ ვცხოვრობდით და მეზობლებს ვაფარებდით თავს. ახლა კი ბატონმა კახამ სასწაული მოახდინა, ჩემი შვილებისთვის სახლი იყიდა და ჩვენ ჭერი გვექნება. დიდი მადლობა მას ასეთი საჩუქრისთვის!“, – განაცხადა ინგა კოხრეიძემ.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს კახა კალაძე მშობლიურ სამტრედიას ესტუმრა, სადაც მისი დაფინანსებით საახალწლო კონცერტი გაიმართა.