10 წლიანი პაუზის შემდეგ, ლიეტუვისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიარეისები იწყება.
როგორც ირკვევა, ფრენები თბილისი-ვილნიუსის მიმართულებით აპრილიდანაა დაგეგმილი. აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირებას ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი განახორციელებს, რომელიც რეისებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.