“გუშინ საზოგადოებრიობა ეკა ბესელიასგან „ბომბის აფეთქებას“ ან რაღაც მსგავსს ელოდა. სინამდვილეში კი ნახა მხოლოდ „საპნის ბუშტი.“
მოსამართლეების იმ ცნობილ სიასთან მიმართებაში მის პოზიციასთან დარწმუნებული ვარ სოლიდარულია საზოგადოების უმრავლესობა. თუმცა, რაც შეეხება გუნდში და საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენა-არდარჩენას, აქ კითხვები ჩნდება.
როდესაც ერთ თანაგუნდელზე (პარლამენტის თავმჯდომარეზე) საჯაროდ ამბობ რომ ცრუობსო, მეორეზე (ყოფილ მოადგილეზე), პასუხის ღირსადაც არ ჩავთვლიო, მართლა საინტერესოა, როგორ უნდა იყო ამის შემდეგ იმ გუნდში?!”
ზაალ ანჯაფარიძე