“საქართველოს ვარსკვლალვის” მონაწილე, ტრანსგენდერი ქალი, ანასტასია პირველი, კონკურსს გამოეთიშა, თუმცა, როგორც თავად აცხადებს, მომხდარის მიზეზი უცნობია.
აღსანიშნავია, რომ მან შესარჩევ ტურში ჟიურის მოწონება დაიმსახურა და „ოქროს ბილეთიც” მიიღო.
„მე არ მოვედი, როგორც ტრანსგენდერი… მე მოვედი იმისთვის, რომ ვიმღერო!“ – ანასტასია პირველი
Gepostet von საქართველოს ვარსკვლავი am Freitag, 11. Januar 2019
„მიზეზად ვერაფერს ასახელებენ. ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, მე მაქვს ჩემი ეჭვები. ასე გაურკვევლად… ჟიურიმ მითხრა, რომ შევხვდებით შემდეგ ტურში. უბრალოდ მინდოდა, რომ მემღერა”, – უთხრა ანასტასია პირველმა „ლიბერალს”.
მისივე თქმით, კონკურსში მონაწილეობა თავად გადაცემის პროდიუსერმა შესთავაზა, შემდეგ კი მანვე განუცხადა, რომ “საქართველოს ვარსკვლავი” უნდა დაეტოვებინა.
“საქართველოს ვარსკვლავის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კასტინგის პირველ ეტაპზე ჟიურისგან დადებითი შეფასება მიიღო 48 კონკურსანტმა, რომელთაც კასტინგის მეორე ეტაპზე მოუსმინეს და მათგან „საქართველოს ვარსკვლავის“ საბოლოო, ფინალური ათეული შეადგინა.
სოციალურ ქსელის მომხმარებელთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს და ითხოვენ დაუბრუნდეს კონკურსს ანასტასია პირველი.
https://www.facebook.com/GeorgianIdol/posts/1898725463588310