ახალი ამბები მთავარი სამართალი

“საქართველოს რკინიგზის” გადაწყვეტილება, 2 თანამშრომლის გათავისუფლებაზე, სასამართლომ უკანონოდ ცნო 

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ ცნო საზოგადოება ,,საქართველოს რკინიგზის” გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 2014  წელს, ,,რკინიგზელთა ახალი პროფკავშირში” გაწევრიანების გამო, სამსახურიდან გაათავისუფლა ფილიალ ,,გლობალ ბიზნეს სოლუჟენსის” ორი თანამშრომელი – გაგა გიორგაძე და თამაზ ჭყონია.

“სასამართლომ საქართველოს რკინიგზას გაგა გიორგაძის სასარგებლოდ – 15 000 ლარი დააკისრა, ხოლო ბატონ თამაზ ჭყონიას სასარგებლოდ – 24 000 ლარი და სამსახურში უპირობოდ აღდგენა. უსამართლოდ დასჯილი რკინიგზელების ინტერესებს სასამართლოზე პროფკავშირი წარმოადგენდა”, – ნათქვამია რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის განცხადებაში.

იტვირთბა....