ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილიი ადასტურებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მის კანდიდატურაც განიხილება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურაც განიხილება, ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს მან თავად დაუდასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ გუნდთან და გუნდის წევრებთან დაკავშირებით მედიასთან მსჯელობას არ აპირებს.

„ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ისაუბრა, რომ ჩემი კანდიდატურის განხილვაც ხდება. ამ საკითხზე ჩემი კომენტარი ეს არის. დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს გუნდის გადასაწყვეტია. გუნდმა უნდა იმსჯელოს და ეს გადაწყვეტილება მიიღოს. ჩვენ ხალხმა მათი ინტერესების გასატარებლად დაგვიქირავა. შესაბამისად, მე არ ვუყურებ საკითხს, თითქოს აქ ბრძოლა მიდის. ჩვენ გუნდი ვართ, რომელიც საზოგადოებას ვემსახურებით. ეს არის საკითხები, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია გუნდის შიგნით ვიმსჯელოთ. ეს ის საკითხი არ არის, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ. არასდროს მომხრე არ ვარ გუნდთან და გუნდის წევრებთან დაკავშირებულ საკითხებზე მედიასთან ვიმსჯელო. ეს გუნდურობის საკითხს ეწინააღმდეგება”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იტვირთბა....