ტოჩინოშინი, წლის პირველი სუპერტურნირის მეორე დღეს, დამარცხდა. მისი მეტოქე, მეორე მაეგაშირა ნიშიკიგი იყო.
ამ წაგების შედეგად, ტოჩინოშინს ორიდან ორი მარცხი დაუგროვდა და ახლან დარჩენილ 13 შეხვედრაში მთავარი მიზანი დადებითი ბალანსის მოპოვება, ანუ რვა გამარჯვება იქნება.
დღესვე ჯურიუ დივიზიონში, თავისი შეხვედრა გამართა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი). ქართველი გოლიათი ჩინელ რიკიშისთან ჰანკეთი დამარცხდა და ახლა, ორი დღის შემდეგ მოგება წაგების ბალანსი ერთი-ერთზე აქვს.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს.