ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ირანის საგარეო უწყება მოქალაქეებს, გრიპის ვირუსის გამო, საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

ირანის საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან, თუ ამის აუცილებლობა არ არის. ამის მიზეზად H1N1 ვირუსი სახელდება.

სააგენტო მიუთითებს, რომ ვირუსის გამო, საქართველოში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.

„საქართველო საყვარელი ტურისტული მიმართულებაა ბევრი ირანელისთვის“, – წერს IRNA.

იტვირთბა....