აჭარიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბათუმში, 43 წლის ქალი მე-11 სართულიდან გადმოვარდა. სამწუხაროდ, ქალბატონი ადგილზე გადრაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ქალი სტუმრად ძმასთან იმყოფებოდა. კონკრეტულად რა მოხდა და რა გახდა აივნიდან მისი გადმოვარდნის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
“ამბობენ, რომ აივანზე გავიდა და გადმოვარდა. გარეთ, რომ გავედი უკვე პოლიცია იყო მოსული. ხმაური არ გამიგია, ყველა ახალ წელს ზეიმობდა. ძმასთან იყო სტუმრად. ისე როგორც ამბობენ, ჯანმრთელობაზე პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა”- განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.