ცნობილი ხდება, რომ როსტოვის ოლქში, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, 1 ადამიანი დაიღუპა და 8 მძიმედ დაშავდა. ასევე, ნანგრევებში ჯერ კიდევ ჩარჩენილია რამდენიმე ადამიანი.
მაშველებმა 7 დაზარალებულის გადარჩენა შეძლეს, ნანგრევებიდან მოქალაქეების გამოყვანის პროცესი გრძელდება.