ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“თურქეთს ეკონომიკურად ავაოხრებთ” – დონალდ ტრამპი

თურქეთს, ეკონომიკური განადგურებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაერმუქრა.

„სირიიდან ჯარების გაყვანას ვიწყებთ და ამავდროულად სხვადასხვა წერტილიდან ძლიერად ვურტყამთ იმას, რაც „ისლამური სახელმწიფოსგან“ დარჩა. თუ „ისლამური სახელმწიფო“ ძალებს მოიკრეფს, კვლავ დავარტყამთ მათ ახლოს მდებარე ბაზებიდან. თურქეთს ეკონომიკურად ავაოხრებთ თუ ქურთებს დაარტყამენ“, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული მხარე ჩრდილოეთ სირიაში ქურთ მებრძოლებთან ერთად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდა. ოფიციალური ანკარა კი ქურთულ მოძრაობას ტერორისტულ დაჯგუფებად მოიხსენიებს და პირობას დებს, რომ მათ გაანადგურებს.

 

იტვირთბა....