ვანში სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ერთ-ერთ რესტორანში შსს-სა და პროკურატურის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდარის მიზეზი უცნობია.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, ინციდენტში მონაწილე სამართალდამცავებს კი უფლებამოსილება შეუჩერდათ.