თბილისში, 12 იანვარს, დილით, ვასილ პეტრიაშვილის ქუჩაზე, „ჰარდ როკ კაფე“ გაქურდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
უწყების განცხადებით, ქურდობაში, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები მონაწილეობდნენ.