ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრემიერის გადაწყვეტილებით, ექიმის დანიშნულებით, საქართველოს მოქალაქე “ტამიფლუს” უფასოდ მიიღებს

პრემიერის გადაწყვეტილებით, ექიმის დანიშნულებით, საქართველოს მოქალაქე “ტამიფლუს” უფასოდ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

„აღსანიშნავია, რომ პრეპარატი თავიდანვე უფასოდ მიეწოდებოდათ ორსულ და სოციალურად დაუცველ პირებს. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ გარკვეული პერიოდის – პიკის განმავლობაში, „ტამიფლუ“ უფასო იყოს ყველასთვის, ვისაც ექიმის დანიშნულება ექნება. მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ავადობის შემცირებას“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

იტვირთბა....