თბილისში, “ჯიპისი”-ს სააფთიაქო ქსელში გრიპზე უფასო აცრა მიმდინარეობს
პირველი არხის ინფორმაციით, ჭავჭავაძის #24-ში, „ჯიპისი“-ს ერთ-ერთ ფილიალში გრიპზე ვაქცინაციის მსურველი მოქალაქეების რიგია.
სააფთიაქო ქსელმა „ჯიპისი“-მ მოსახლეობის აცრისთვის 1500 ვაქცინა უსასყიდლოდ გამოყო.
„გრიპის ვირუსის მომატებული შემთხვევების ფონზე აფთიაქი ჯიპისი პრევენციის მიზნით მის ნაშთზე არსებული გრიპის ვაქცინების სრულ რაოდენობას – 1500 ვაქცინას უსასყიდლოდ გამოყოფს მოსახლეობის ვაქცინაციისთვის.
11 იანვრიდან, გრიპის უფასო ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება „ექსპრეს“ კლინიკებში შემდეგ სამ მისამართზე: პეკინის #23/25 (10:00 – 20:00 საათებში); ვაჟა ფშაველას #71 (10:00 – 20:00 საათებში); ჭავჭავაძის #24 (10:00 – 20:00 საათებში); უფასო ვაქცინაცია გაგრძელდება ნაშთის სრულ ამოწურვამდე“- აღნიშნულია „ჯიპისის“ ინფორმაციაში.