რუსეთში, შესაძლოა, BBC აიკრძალოს – მაუწყებელს ტერორისტული ორგანიზაციის იდეოლოგიის გავრცელებაში ადანაშაულებენ.
ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესი დაიწყო კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ, როსკომნადზორმა, რომლის მტკიცებითაც, ახალ ამბებში ისლამური სახელმწიფოს ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ციტატების გავრცელება არღვევს რუსეთის ანტი-ექსტრემისტულ კანონმდებლობას.
“ვაპირებთ, შევამოწმოთ, რამდენად შეესაბამება BBC-ს საიტები რუსულ კანონმდებლობას. აღმოვაჩინეთ მასალები, რომლებიც შეიცავს ტერორისტული ჯგუფის იდეოლოგიურ პრინციპებს”- განაცხადა მარეგულირებელმა.
როგორც BBC-ში განმარტავენ, მაუწყებლის საქმიანობა შეესაბამება ყველა ქვეყნის კანონმდებლობას და დასძენს, რომ ამ მოვლენების მაპროვოცირებელი გახდა ბრიტანული მარეგულირებლის მიერ 2018 წლის დეკემბერში რუსეთის სახელისუფლებო ტელეარხ RT-ის (Russia Today) კრიტიკა.
“ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, BBC რუსეთში მუშაობს ქვეყნის კანონების და რეგულაციებით დაცვით, რათა გაავრცელოს მიუკერძოებელი ახალი ამბები და ინფორმაცია თავის აუდიტორიას.”- აცხადებს BBC.