კრიშტიანუ რონალდუს საქმეზე, ლას ვეგასის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ 34 წლის ამერიკელი მოდელი კეტრინ მაიორგა გაუპატიურებაში ადანაშაულებს “იუვენტუსის” ფეხბურთელს. ამასთან დაკავშირებით, სამართალდამცავები რონალდუსგან ითხოვენ დნმ-ს, რათა ის შეადარონ მაიორგას კაბაზე აღმოჩენილ გენეტიკურ მასალას. ამერიკულმა პოლიციამ უკვე გააგზავნა შესაბამისი ორდერი იტალიის პოლიციაში.
2009 წელს მაიორგამ ლას-ვეგასში მომხდარი ამბავი გაიხსენა. მისი მტკიცებით, ფეხბურთელმა ის გააუპატიურა, მოგვიანებით კი კრიშტიანუმ ქალს 375 ათასი დოლარი გადაუხადა დუმილის სანაცვლოდ.
მაიორგამ დუმილი 2018 წლის სექტემბრამდე შეინარჩუნა და შემდეგ სასამართლოს მიმართა.