სააფთიაქო ქსელი „ჯიპისი“ პრევენციის მიზნით, მის ნაშთზე არსებული გრიპის ვაქცინის სრულ რაოდენობას მოსახლეობის ვაქცინაციისთვის უფასოდ გამოყოფს.
„გრიპის ვირუსის მომატებული შემთხვევების ფონზე აფთიაქი ჯიპისი პრევენციის მიზნით მის ნაშთზე არსებული გრიპის ვაქცინების სრულ რაოდენობას – 1500 ვაქცინას უსასყიდლოდ გამოყოფს მოსახლეობის ვაქცინაციისთვის.
11 იანვრიდან, გრიპის უფასო ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება „ექსპრეს“ კლინიკებში შემდეგ სამ მისამართზე: პეკინის #23/25 (10:00 – 20:00 საათებში); ვაჟა ფშაველას #71 (10:00 – 20:00 საათებში); ჭავჭავაძის #24 (10:00 – 20:00 საათებში); უფასო ვაქცინაცია გაგრძელდება ნაშთის სრულ ამოწურვამდე“ – აღნიშნულია „ჯიპისის“ ინფორმაციაში.