მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“ვინმეს მიამიტი ხომ არ გგონიათ ოცნების ლიდერი? გამოცდილი ჰყავს ყველა”

მე მართლა ვერ გავიგე რა პრეტენზია გაქვთ ამ ე. წ. ქოცებს მოსამართლეთა სიასთან? აბა რა გინდათ: უპატრონო ეკლესიას რა მოსდის და ვინ ეპატრონება არ იცით? თუ არ იქნება სასამართლო ვინც ჯერ არს იმის კონტროლს ქვეშ, გააკონტროლებენ ნაცები, ან კიდევ უარესი, საერთოდ არავინ არ გააკონტროლებს და მაგათი სინდის-ნამუსის იმედად უნდა ვიყოთ. მასე რომ მიუშვეს თავიდან, იმიტომ გაამართლეს რვაჯერ ბაჩო ახალაია! ახლა გინდათ ნაცების საჩივრები დააკმაყოფილოს სასამართლომ? თუ იმის ეჭვი გაქვთ, რომ ჩანერგილები არიან მაგნები და სინამდვილეში ნაცებს მოემსახურებიან, მასე მიამიტი გგონიათ ოცნების ლიდერი? გამოცდილი ჰყავს ყველა: ზოგი რუსთავი-2-ის საქმეში, ზოგი კაბელების საქმეში, ზოგი სად და ზოგი სად. აბა, სად ეძებოს ახლა ახალი მომსახურე პერსონალი? რომ მოიყვანოს ვინმე სხვა და მერე მოღალატე გამოდგეს კვირიკაშვილივით, რა ქნას? ჰოდა, აგერ არიან გამზადებული კადრები და იყენებს. არა ბიჭო, მურუსიძის თვალები მოსწონს და ჩინჩალაძის ხმის ტემბრი! ხომ გინდათ ნაცები რომ ჩაყარონ ციხეში? ჰოდა კანონიერად თუ ვერ ყრიან, უკანონოდ ვინ უნდა ჩაყაროს? სწორია, ამათ! შერცხვებათ კანონის გვერდის ავლის თუ რა? აი, ასეთი ვერაგულად ბრძნულ ჩანაფიქრს აქვს ადგილი ნაცებითა ნაცებისა დათრგუნვის ამბავში! ასე რომ მორჩით ახლა ვაებას. რაის დამოუკიდებელი სასამართლო? როგორც აქამდე გეკიდათ, დაიკიდეთ ისევლე.

დავით ზურაბიშვილი

იტვირთბა....