ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ასეთი პოზიციებით ჩვენ გუნდში ერთად ვერ დავრჩებით” – ვოლსკი ბესელიაზე

ბიძინა ივანიშვილის საგანგებო განცხადებას “ქართული ოცნების”  ლიდერები გია ვოლსკი და გიორგი კახიანი გამოეხმაურნენ.

გია ვოლსკის თქმით შეცდომაზე ღიად უნდა ისაუბრონ.

„გარიცხვა ცუდი სიტყვაა, ალბათ ასეთი პოზიციებით ჩვენ გუნდში ერთად ვერ დავრჩებით. როგორი ფორმით მოხდება დაცილება ამას მომავალი გვიჩვენებს. ვფიქრობ შეცდომაა და ამ შეცდომაზე ღიად უნდა ვისაუბროთ ერთმა მხარემაც და მეორემაც,“ – აცხადებს გია ვოლსკი.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, გიორგი კახიანი ფიქრობს, რომ როგორ გადაიჭრება გუნდში დაწყებული დაპირისპირება დიდწილად ეკა ბესელიაზეა დამოკიდებული. კახიანი იმედოვნებს, რომ ბესელია “ქართულ ოცნებაში” დარჩება.

„არასდროს, არაცერთ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ ეკა ბესელიას დაეტოვებინოს ფრაქცია. დღესაც ვიტყოდი, ამ განცხადების შემდგომაც, რომელიც ყველამ იხილა, ეს საკითხი არ არის აქტუალური, თუმცა ბევრი რამე დამოკიდებულია ეკაზე, იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მე პირადად შემიძლია ვთქვა,რომ ეკა ჩვენი გუნდისთვის არის ძალიან დასაფასებელი და ვისურვებდი იგი დარჩეს „ქართულ ოცნებაში“-ამბობს გიორგი კახიანი.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნება დმეოკრატიული საქართველოს” პარტიის თავმჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საგანგებო განცხდაება გააკეთა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

იტვირთბა....