ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხვალ, საქართველოში “ტამიფლუს” საკმაოდ დიდი პარტია შემოდის” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ხვალ საქართველოში “ტამიფლუს” საკმაოდ დიდი პარტია შემოდის როგორც კერძო სექტორისთვის, ისე სახელმწიფოსთვის.

მისი თქმით, პრეპარატის დეფიციტი ქვეყანაში არ არის და აღნიშნა, რომ გუშინდელი მონაცემებით, “ტამიფლუს” 750 კოლოფი დაიხარჯა.

“ტამიფლუ”, რომელსაც სახელმწიფო არიგებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მეშვეობით, მაქვს ინფორმაცია, რომ გუშინდელი მონაცემებით, დაახლოებით 750 კოლოფი “ტამიფლუ” დაიხარჯა. იცით, რომ ყველა მუნიციპალიტეტსა და ყველა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვაქვს, რომელიც ექიმის “ფორმა ასისა” და რეცეპტის საშუალებით, მინისტრის ბრძანების თანახმად გაიცემა სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებზე.

ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფებზე, გულსისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი სისტემის, დიაბეტითა და ასევე ონკოლოგიური დაავადებებით ავადმყოფებზე ექიმის დანიშნულებით „ტამიფლუ“ გაიცემა უფასოდ. ამ თვალსაზრისით, დეფიციტი ქვეყანაში არ არის. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, იცით, რომ სახელმწიფომ თავისი სტრატეგიული მარაგებიდან გასცა წამალი აფთიაქებზე და დეფიციტი აფთიაქებში არ უნდა იყოს. ხვალ ქვეყანაში „ტამიფლუს“ საკმაოდ დიდი პარტია შემოდის როგორც კერძო სექტორისთვის, ისე სახელმწიფოსთვის. ვფიქრობ, ეს პრობლემა დღესდღეობით არ არსებობს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

იტვირთბა....