“აუდიტორია 115-ის” ყოფილი წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, სტუდენტური მოძრაობის დატოვება სამომავლო გეგმებს არ უკავშირდება.
როგორც მან “მეტრონომს” განუცხადა, ამ ეტაპზე მათი გზები გაიყო.
“ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპზე გაიყო ჩვენი გზები.
რაიმე პრობლემური საკითხი არ დგას და არც სამომავლო გეგმებს უკავშირდება გადაწყვეტილება, არც პარტიას და არც საჯარო სამსახურს”, – განაცხადა კუპრაძემ.