თბილისი მოლში ევაკუაცია გამოცხადა – მოლის პარკინგზე ავტომანქანის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა ჩაირთო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და დაკვამლიანების შედეგად არავინ დაშავებულა.