ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის ყველა წევრმა, უკრაინის ავტოკეფალიის ტომოსს ხელი მოაწერა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის ყველა წევრმა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს მოაწერა ხელი.

ხელმოწერის შემდეგ ტომოსის გაფორმების პროცესი დასრულდა და ის ოფიციალურად შევიდა ძალაში.

შეგახსენებთ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი 8 იანვარს უკრაინიდან სტამბოლში ჩაიტანეს. მსოფლიო საპატრიარქოს წევრების ხელმოწერის შემდეგ ტომოსს კვლავს უკრაინაში დააბრუნებენ.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს  მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ 5 იანვარს მოაწერა ხელი.

იტვირთბა....