გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 იანვარს საქართველოს მთიან რეგიონებში ძლიერი თოვლი, ზღვაზე კი, 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
დღეს, საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ძლიერი თოვლი,ზოგან ნისლი და ქარბუქი.
ასევე ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა მთიან ზონებში ზვავის ფორმირება და მეწყრული პროცესები გამოიწვიოს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.