საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბანკ „ქართუდან“ აღებული მილიონი ლარის ოდენობის სესხი დაფარა. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
ქვეყბის მოქმედმა პრეზიდენტმა, მილიონიანი სესხი 2018 წლის ოქტომბერში, საარჩევნო პერიოდში აიღო.
„საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, კანდიდატს, რომელიც არჩევნებში ხმათა 10%-ზე მეტს დააგროვებს, კამპანიაზე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარის მოთხოვნის უფლება აქვს.
როგორც “რადიო თავისუფლება” წერს, ამდენივე მიიღეს პარტიებმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ,“ რომელთა პრეზიდენტობის კანდიდატებმა, გრიგოლ ვაშაძემ და დავით ბაქრაძემ ხმების 10%-ზე მეტი მიიღეს.