“რატომ არის ქართული ღვინო მსოფლიოს უნიკალურ ღვინოებს შორის”? – ამ სათაურით სტატიას Forbs-ი აქვეყნებს.
8 000 წლის წინანდელი ნაკვალევი აღმოაჩინეს, საქართველომ მოირგო მსოფლიოს უძველესი ღვინის მწარმოებლის გვირგვინი.
“ქართული ღვინის ნიშა თეთრი ღვინოა, რომელიც მიწაში ჩადებულ ქვევრში მზადდება. ღვინის დამზადებისას ყურძენს კანი და ყუნწები უნარჩუნდება.
“საქართველოში თითქმის ყველას ახსოვს ბაბუის მიერ დამზადებული ღვინის გემო და მიუხედავად მსოფლიოში არსებული სუფთა ღვინის მოთხოვნისა, სწორედ კანთან ერთად დამზადებული ღვინოა, რასაც ხალხი ესწრაფვის”, – აცხადებს ელის ფირინგი, წიგნის For the Love of Wine: My Odyssey Through the World’s Most Ancient Wine Culture ავტორი. ელის ფირინგმა 2016 წელს იმოგზაურა საქართველოში და ქართული ღვინის კულტურა შეისწავლა.
იმერული ღვინო ნაკლებად ტანინიანია, კახური კი მეტად – ვკითხულობთ სტატიაში, რომელშიც ასევე ჩამოთვლილია ღვინის 5 ჯიში: ქისი, მწვანე, რქაწითელი, საფერავი და წინანდალი.
სტატიის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: Why Georgian Wines Are Among The Most Unique On The Planet.