ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი ჯანდაცვა

“ბავშვი კარგად იყო, არ ვიცი რა მოხდა” – გორში გარდაცვლილი 9 თვის ბავშვის დედა

გარდაცვლილი 9 თვის ბავშვი ყვარლის რაიონში გადაასვენეს. გარდაცვლილი გოგონას დედა აცხადებს, რომ ბავშვს თავდაპირველად ყვარლის საავადმყოფოში წითელა დაუდგინდა, მოგვიანებით კი ფილტვების უკმარისობის გამო თბილისში გადაიყვანეს.

„ბავშვი ჯერ ყვარლის საავადმყოფოში მივიყვანე. იქ მითხრეს, რომ წითელა ჰქონდა. ამის შემდეგ ფილტვების პრობლემა რომ დაეწყო, საუბარია ჰაერის უკმარისობაზე, გადავიყვანეთ თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში და 30 დეკემბერს გაგვწერეს. თუმცა, ჩემს შვილს ისევ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. თბილისიდან გორში ჩავედი ჩემ სოფელში, იქ გადასხმები გავუკეთე და ტემპერატურა დაეცა,  ბავშვი კარგად იყო. არ ვიცი მერე რა მოხდა. მე H1N1 ვირუსს გამოვრიცხავ. ვერავის დავადანაშაულებ, სანამ ექსპერტიზის პასუხს არ გავიგებ.” – ამბობს გარდაცვლილი ბავშვის დედა.

შეგახსენებთ, გარდაცვლილ გოგონას ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში უკვე ჩაუტარდა. ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

იტვირთბა....