ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში 83, ზუგდიდში კი 15 პაციენტი ვირუსული ინფექციით მკურნალობს

ქუთაისის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა პირველ არცს განაცხადა, რომ  კლინიკა „მედიქალ სითიში” ვირუსული ინფექციის დიაგნოზით 83 ადამიანი მკურნალობს,

ნუგზარ მაღლაკელიძის თქმით, დადასტურებული H1N1 შემთხვევა არ ფიქსირდება და ძირითადი დიაგნოზი A ტიპის ვირუსული ინფექციაა.

ექიმის ინფორმაციით, მიმართვიანობა ბოლო დღეებში არ გაზრდილა, თუმცა არასეზონურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელმა ორჯერ მოიმატა.

რაც შეეხება ზუგდიდს რეფერალურ ჰოსპიტალში ვირუსული გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 15 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამი მცირეწლოვანი ბავშვია, სამი კი ორსული. ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მართვით სუნთქვაზე არცერთი პაციენტი არ იმყოფება.

„თითოეულ მათგანს უტარდება ანტივირუსული თერაპია „ტამიფლუთი“. მათგან არცერთს არ უფიქსირდება, გრიპის ვირუსი H1N1, თუმცა ანალიზები კვლევისთვის გაგზავნილია“, – ამბობს ჰოსპიტალის ადმინისტრაციის ცნობით, 28 დეკემბრიდან დღემდე რეფერალურ ჰოსპიტალს 229-მა პაციენტმა მიმართა. მათ პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და ბინაზე გაწერეს. მხოლოდ 25 მათგანს დასჭირდა სტაციონალური მკურნალობა.

ბოლო დღეების განმავლობაში, ე.წ. ღორის გრიპით ერთი ზუგდიდელი მამაკაცი თბილისის კლინიკაში გარდაიცვალა, ერთი კი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში.

იტვირთბა....