სოციალური ქსელი ციტატა

“სოლიდარობის ნატამალი არ მაქვს ბესელიას მიმართ…”

“სოლიდარობის ნატამალი არ მაქვს ბესელიას მიმართ. არც სხვებს ვუთანაგრძნობ, ვინც 6 წელი მხოლოდ იმიტომ დუმდა, რომ საკუთარ კომფორს და სიკეთეს უფრთხილდებოდა. იმედია, არ არის საჭირო პრობლემების ჩამოთვლა, რომლებიც ღია ჭრილობებად ადევს ქვეყანას ოცნების დამსახურებით. წარსულში უფლებადამცველს(ებს) დღეს ახსენდება, რომ უმთავრესი პრინციპი სამართლიანობისთვის ბრძოლაა. კაბელების საქმე, ტრაქტორების საქმე, სამთავრობო კვრტალში ხორცის ნაჭერივით მოპარული დისიდენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი. შეიძლება ნაცებად შერაცხო მაჩალიკაშვილი და სარალიძე, ამ დროს, სამთავრობო კორპორატივებზე მიდიები ყლაპო და ჭიქა უჭახუნო ოქრიაშვილს და ადეიშვილის უკანალიდან გამომძვრალ ზარდიაშვილს, პარალელურად ნაცების მხდალი შემომწირველი გეჯდეს პრემიერად და ნამუსს ურეცხავდე. იქეთ მილიონიანი პრემია-დანამატები, აქეთ გოგაშვილი და ფარცხალაძე. მოკლედ, რომელი ერთი… და რაც მთავარია, ყველას უდნა დააჯერო, რომ სტალინმა და ბატონმა ბიძინამ არ იცოდნენ. P.S. კობახიძე რომ გაგაბახებს პოლიტიკურად, კი ხარ ყველაფრის ღირსი…”

ირაკლი კორძაია

იტვირთბა....