ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფოთში, სავარაუდოდ ე.წ. ღორის გრიპით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ფოთში, 40 წლამდე ქალი სავარაუდოდ H1N1 ვირუსით გარდაიცვალა. იგი ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული ინფექციით, პნევმონიითა და და სუნთქვის უკმარისობით მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, ჩატარებული ანტივირუსული მკურნალობის მიუხედავად პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და 6 იანვარს დაიღუპა.

ამ დროისთვის სამედიცინო ცენტრში რესპირატორული ინფექციის სიპტომით 11 ადამიანი მკურნალობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ე.წ.ღორის გრიპით 9 ადამიანია გარდაცვლილი

იტვირთბა....