ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავის მერმა მიკროავტობუსში მგზავრობის ტარიფის აბრა თავად გააკრა (ვიდეო)

რუსთავი-თბილისის მიმართულებით ტრანსპორტზე ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, რომ ფასები თვითნებურადაა გაზრდილი.

ამასთან, რუსთავის მერმა აქციის მონაწილეებთან ერთად „ინტერტრანსის“ კუთვნილი მიკროავტობუსი გააჩერა, საიდანაც 2 ლარის აღმნიშვნელი აბრა ჩამოხსნა და 1.50 ლარიანი აბრა გააკრა.

რუსთავის მერიასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მირკოავტობუსის მძღოლებიც მივიდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, 1.50 ლარად მგზავრთა გადაყვანას ვერ მოახდენენ.

აქციის მონაწილეებსა და მძღოლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

იტვირთბა....