პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჟურნალისტებს უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა და განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საპატრიარქო საკუთარ პოზიციას ტომოსის ტექსტის გაცნობის შემდეგ დააფიქსირებს.
“სინოდმა გამოთქვა თავისი პოზიცია. გავეცნობით ტომოსის ტექსტს და შემდეგ დავაფიქსირებთ პოზიციას. როდის იქნება განხილვა, არ ვიცი” – აღნიშნა მეუფე შიომ.
შეგახსენებთ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ხელი გუშინ მოაწერა. ტომოსის მინიჭების გადაწყვეტილება მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 11 ოქტომბერს მიიღო.