კულტურის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე კლინიკიდან გაწერეს და ის ამჯერად რეაბილიტაციის კურსს გადის.
ფაქტის ამსახველ ფოტომასალას ყოფილი მინისტრის მეგობარი კახა კანდელაკი ავრცელებს.
შეგახსენებთ, მიხეილ გიორგაძე ნოემბერში ავარიაში მოყვა, რომლის დროსაც თავის მძიმე ტრავმა მიიღო და 9 დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა.