ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჯვარი გეწეროთ… მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის” – ილის მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში, მისი იუბილის აღსანიშნავ მიღებაზე შეკრებილებს მიმართა და აღნიშნა, რომ მადლობელია მათი სიყვარულით.

„ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენ ერთმანეთის სიმძიმეს კი არ ვიტვირთავთ, ვამძიმებთ ერთმანეთს და დღევანდელი დღე და განსაკუთრებით, საღამო არის ის საღამო, როცა თქვენ იტვრთეთ ჩემი სიმძიმე.

მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის. 41 წელია, მე ვემსახურები საქართველოს ეკლესიას და ვმადლობ უფალს და გმადლობთ თქვენ, ღვთის წყალობა რომ არ ყოფილიყო და თქვენი სიყვარული, ეს შეუძლებელი იქნებოდა. ჯვარი გეწეროთ, ჩვენთან არს ღმერთი“, – მიმართა პატრიარქმა მის იუბილეზე შეკრებილებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პატრიარქს იია მეორეს 86 წელი შეუსრულდა.

იტვირთბა....