დამწვრობის ცენტრში, დღეს პიროტექნიკით დაშავებული კიდევ 5 ადამიანი შეიყვანეს.
ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, დაშავებულები არიან 9-12 წლამდე ბავშვები, რომლებსაც ჩაუტარდათ ამბულატორიული მკურნალობა და კლინიკიდან გაწერეს.
ახალი წლის დღეებში ცენტრს დაახლოებით 40-მა პაციენტმა მიმართა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება რვა წლის ბიჭი, რომელსაც სახის დამწვრობა აღენიშნება.