ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ იურიდიულ კომიტეტში ვაკანტურ თანამდებობებზე მამუკა მდინარაძე და გოგა გულორდავა წარადგინა.
“ქართული ოცნების” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, გედევან ფოფხაძე პარლამენტის რეგლამენტის 51-ე მუხლის შესაბამისად, ფრაქციამ გამოიწვია იურიდიული კომიტეტიდან და დარჩა 2 ვაკანტური თანამდებობა.
“პარლამენტის რეგლამენტის 51-ე მუხლის შესაბამისად, ფრაქციამ გამოიწვია იურიდიული კომიტეტიდან ბატონი გედევან ფოფხაძე. შესაბამისად, ბატონი გედევან ფოფხაძე ვეღარ დაიკავებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას. დარჩა 2 ვაკანტური თანამდებობა – ერთი გახლავთ „მწვანეების“ მიერ დათმობილი, ხოლო მეორე უშუალოდ „ქართული ოცნების“ ვაკანტური თანამდებობა. დღეს ბიუროს სხდომაზე ჩვენ მივიღეთ ცნობად, რომ გედევან ფოფხაძე არის გაწვეული იურიდიული კომიტეტიდან და შესაბამისად ფრაქციამ ორი წევრი წარადგინა. ეს გახლავთ მამუკა მდინარაძე და გოგა გულორდავა. ამის შემდგომი პროცედურები შემდეგნაირად განხორციელდება – იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე მოიწვევს კომიტეტის სხდომას და აღნიშნულ სხდომაზე სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ერთ-ერთ მოადგილეს კომიტეტი დააკისრებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას, სანამ საპარლამენტო სესია არ აირჩევს ახალ თავმჯდომარეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.