ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 5 ადამიანი მკურნალობს.
როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, სულხან ორჟონია აცხადებს, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.