ე.წ. ღორის გრიპის გახშირებულ შემთხვევებზე მინისტრი საუბრობს - Metronome.Ge
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ე.წ. ღორის გრიპის გახშირებულ შემთხვევებზე მინისტრი საუბრობს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპით ავადობა გაზრდილია, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს.

მინისტრის ინიციატოვით, სოციალურად დაუცველებსა და ორსულებს მედიკამენტი „ტამიფლუ“  უფასო იქნება.

„გრიპით გარკვეულ ავადობასთან დაკავშირებით გვინდა რამოდენიმე ინფორმაცია გაგაცნოთ. პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ავადობა გაზრდილია, მაგრამ რეალურად პანიკის საფუძველი არ არის. ჩვენ არ გვაქვს ეპიდემია, გვაქვს გაზრდილი ავადობა. რამდენიმე მიმართულებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ანტივირუსული მკურნალობის დროული დაწყება. სიახლე მინდა გაცნობოთ, რომ თუკი აქამდე ჯანდაცვის სამინისტრო მარაგებიდან გასცემდა ორსულებისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით „ტამიფლუს“, დღეიდან დაიწყება „ტამიფლუს“ გაცემა სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზეც. მარაგები საკმარისია. დღეს უკვე გადანაწილდება საქართველოს მასშტაბით. დაემატება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს ყველა რაიონში და საჭიროების შემთხვევაში, ამასაც მოგახსენებთ, რა შემთხვევაში არის საჭირო. სოციალურად დაუცველებს და ორსულებს შეუძლიათ, მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონულ განყოფილებებს, სადაც მიიღებენ ამ მედიკამენტებს უფასოდ. სხვა შემთხვევაში, აფთიაქებში ამ მედიკამენტის მარაგები არის. სტაციონარში თუ დასჭირდა პაციენტს, საავადმყოფოში მკურნალობა, შედის საყოველთაო ჯანდაცვაში და ანაზღაურდება შესაბამისად. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ამბულატორიულ საჭიროებაზე“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ სერგეენკომ გრიპის შემთხვევების გახშირებასთნ დაკავშრებით, დღეს ბრიფინგი გამართა.

 

ამავე თემაზე
იტვირთბა....