ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გრიპის წამალს ორსულები და სოციალურად დაუცველები უფასოდ მიიღებენ

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა.

მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება გრიპოზული ინფექციისადმი მომატებული რისკის მქონე ჯგუფისთვის მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიიღეს.

პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა, ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს, წარმოადგინონ ექიმის დანიშნულება (ფორმა 100). სოციალურად დაუცველთა სტატუსის გადამოწმება კი სამინისტროს ბაზაში მოხდება.

მედიკამენტის უფასოდ მიღებას სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები ხვალიდან შეძლებენ.

ტამიფლუ გრიპის პროფილაქტიკისთვის ინიშნება მოზრდილებში და 1 წლის/ან მეტი ასაკის ბავშვებში.

იტვირთბა....