ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ეკა გიგაური: პრეზიდენტმა თვითონ უნდა შეარჩიოს შეწყალების კომისიის წევრები

შეწყალების კომისიის ყოფილი წევრის, ეკა გიგაურის აზრით, საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა თვითონ უნდა შეარჩიოს შეწყალების კომისიის წევრები.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, მან ჯერ კიდევ ნოემბერში მიიღო კომისიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება.

„ჯერ კიდევ ნოემბერში შეწყალების კომისიის ბოლო სხდომის შემდეგ, ჩემი სურვილით დავწერე განცხადება და დავტოვე კომისია იმის გამო, რომ ვფიქრობ, საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა თვითონ უნდა შეარჩიოს კომისიის წევრები. იმის გამო, რომ კანონში ზუსტად არ არის გაწერილი, თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი, ვიფიქრე, რომ მას დავუტოვო შესაძლებლობა, თავად დააკომპლექტოს შეწყალების ახალი კომისია. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ამ კომისიაში 5 წლის განმავლობაში მუშაობა და ახლა ვფიქრობ, რომ ახალმა წევრებმა უნდა გააგრძელონ ამ კომისიაში მუშაობა,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა მას შემდეგ, რაც შეწყალების კომისია თავმჯდომარე – ზვიად ქორიძესთან და რამდენიმე წევრთან ერთად დატოვა.

იტვირთბა....