რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში კორპუსის ნანგრევებიდან 37 ცხედარი ამოიყვანეს. მაშველები კიდევ 4 ადამიანს ეძებენ.
მაგნიტოგორსკში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 31 დეკემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად მთლიანად ჩამოინგრა, რის მიზეზადაც მთავრობა ბუნებრივი აირის გაჟონვას ასახელებს.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია.