ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს არ იყო გარიცხვა, ეს იყო გამოწვევა” – მდინარაძე ფოფხაძის გაწვევაზე

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მმართველმა გუდმა გამონახა  ყველაზე რბილი ფორმა, რაც შეიძლება ამ შემთხვევაში გამონახულიყო იმის საპასუხოდ, რომ გუნდში არ იყო შეთანხმებული გედევან ფოფხაძის პირველი მოადგილეობის საკითხი.

მდინარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამავე დროს დაირღვა პროცედურული წესები, ეს უკვე მეორეხარისხოვანია.

„ეს არ იყო გარიცხვა. ეს იყო გამოწვევა. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ფრაქციამ თავის წევრთა უმრავლესობით ერთხმად მიიღო. სამი იყო მხოლოდ წინააღმდეგი. ეს გამომდინარეობდა იქედან, რომ არ იყო გუნდთან შეთანხმებული მისი მოადგილეობის საკითხი, გარდა იმისა, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება მეორეხარისხოვანიც კი იყოს, რომ რეგლამენტი და მისი პროცედურები დაირღვა. ამიტომ მიიღო ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება. არც ერთ ადამიანს დღეს, რომელიც თავის მოსაზრებას გამოთქვამდა, არ უთქვამს ის, რომ განსხვავებული მოსაზრების გამო ადამიანს რაიმე სანქცია უნდა დაეკისროს. ეს სანქციაც კი არ არის. ჩვენ გამოვნახეთ ყველაზე რბილი ფორმა, რაც შეიძლება ამ შემთხვევაში გამონახულიყო იმის საპასუხოდ, რომ გუნდში არ იყო შეთანხმებული გედევან ფოფხაძის პირველი მოადგილეობის საკითხი იურიდულ კომიტეტში, ამიტომ მიიღო ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ იურიდიული კომიტეტის შემადგენლობიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

იტვირთბა....