ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ იურიდიული კომიტეტიდან დაიწვია.
როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება.
„ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დავიკავებ კომიტეტში, ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება, ამის გაპროტესტებას არ ვაპირებ. საკითხი არის არა იმის თაობაზე, ვინ სად იქნება, არამედ ის, თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. მე ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ ყველა საკითხზე, მათ შორის კონკრეტულ საკითხზე”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, დღეს მმართველი გუნდში პრტიის სხდომა მიმდინარეობდა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.