aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალ წელს, დამწვრობის ცენტრს 30-მა პაციენტმა მიმართა

aviabiletebi
ავიაბილეთები

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძე, პირველ არხთან განაცხადა, რომ ახალი წლის დღეებში დამწვრობის ცენტრს 30-მა პაციენტმა მიმართა.

როგორც გუგა ქაშიბაძემ აღნიშნა, არც ერთი პაციენტს არ ჰქონდა სერიოზული დამწვრობა.

„შემოსული პაციენტების 50% მოზრდილია, 50% კი ბავშვი. გუშინ დამწვრობის ცენტრში შემოვიდა რვა წლის ბიჭი, რომელიც ამ დრომდე სტაციონარში რჩება. მას სახის სერიოზული დამწვრობა აღენიშნება. სხვა დაზარალებულებთან დაკავშირებით, საბედნიეროდ, სერიოზული დამწვრობა არ ყოფილა. წინა წლებიდან მოყოლებული გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ეს არ მთავრდება ახალი წლის დღეებში, ეს გრძელდება 14 იანვრამდე. კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობა გავაფრთხილო, შეეშვან ასაფეთქებელ მოწყობილობებს და სხვანაირად მიულოცონ ერთმანეთს ახალი წელი“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

იტვირთბა....